კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:01

 

 

სიკვდილია ჩემი საესავი,

მე უბედურს მერგო ეს რა ხვედრი?!

გულს მიძიძგნის დრო - უძღები სვავი,

ღმერთო, დროზე წამიყვანე, გვედრი!


მომიტანა ჟამმა ეს რა ყოფა? -

ვეწირები განაწამებ ლოდინს...

სულგაყიდულ კაცთა შორის ყოფნას,

მირჩევნია, გულზე მედოს ლოდი!


მკერდს დაირტყით თანაგრძნობის მჯიღი,

ვიდრე დაჭკნა ვარდი, სულში რგული...

კაცის ცრემლი ნუთუ არად გიღირთ,

რა ეშმაკმა გაგიცივათ გული!


ლექსებს ჩემსას დრო შემოინახავს

კაცი ავობს, დრო არ არის ავი?!

რა ხანია შვებად ველი ლახვარს, -

ქრისტიანმა ვერ მოვიკალ თავი.


მწუხრისაგან გული ვერ გავბანე,

ვაწებ ცრემლში კალამს და თქმას ვბედავ, -

გულბოროტი, მატყუარა, მავნე

ვერ შევიქმენ და მეტირა დედაც!


იგი ტყუის, გონის მიღმა ვინც ბჭობს,

ზნეკეთილი კაცი დარდის ტყვეა...

გაძაღლებულ ამგვარ ყოფას მიჯობს,

დავიხალო გულს ბერდენკის ტყვია!


"შავფიქროსანს" რაღა უნდა მკითხოთ,

სიცოცხლეში დავალ გარდაცვლილი!

ბერიკაცი, მარტოსული ვითხოვ

ჩემსას, - ხომ ვარ მეც ამ ქვეყნის შვილი.


სიბერის ჟამს ეს მელოდა ნუთუ?

სამართალი აღასრულე, ღმერთო!

პარლამენტის "ვერდიქტს" ველი, გუნდურს,

დაადევით სიკვდილს ჩემსას "ვეტო"!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen