კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:10

 

 

ნუ სწევ თუთუნს! ნუ სწევ! ნუ სწევ!

აბა რად გსურს ააბოლო?

ვეჭვიანობ და შენს მგოსანს

მომეღება ეჭვით ბოლო.


როცა ქალი დივანზე ზის, 

ზის ჩანაფიქრ-ჩაღვრემილი,

როცა პირში უკავია 

სუნოვანი გლარჯის მილი,


როცა თვალი მუქად უჩანს, 

როცა ლოყა უჩანს ბაცად,

როცა ფეხი ფეხზე უძევს

კაცის თვალის მოსატაცად -


და სწევს თუთუნს ხამუშ-ხამუშ,

და სვამს ორთქლსა დაყოვნებით,

და სწევს ნაგრძნობ-ნაფაზითა,

სწევს  გიჟურად... ჟინით ვნებით...


მაშინ გულში ვებრძვი ჩემს ეჭვს,

ვცემ ნაღარას, ვცემ ყიჟინსა,

ვამბობ: სჩანს მცვლის, რომ ჩემს ნაცვლად

ამ თუთუნზე იკლავს ჟინსა!


ნუ სწევ თუთუნს! ნუ  სწევ! ნუ სწევ!

აბა რად გსურს ააბოლო?

ვეჭვიანობ და შენს მგოსანს

მომეღება ეჭვით ბოლო.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen