კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:18

 

 

ოქროს ფეხი... ოქროს ფეხი... ოქროს ფეხი ქალწულისა

სიმბოლოა უცნაური სიკვდილის და სიცოცხლისა.


როს ზამთარში თოვლის ჯიღა იღვენთება მთის ცრემლადა -

მაშინ ჩემს ცრემლს ცრემლით ვამსხვრევ სატრფოს პატივ-საცემლადა;

როცა ცეკვავ და შენს ფეხებს მიწა ჰკოცნის გაზაფხულზე -

ოჰ მე მაშინ ეჭვით ეჭვს ვკლავ, ვიტანჯები, ვსკდები გულზე.


მიკვირს!.. მთვარე, ბროლის მთვარე რად კაშკაშებს, რად ქათქათებს -

როცა შენი ოქროს ფეხი მომავალის გზას მინათებს?

მიკვირს!.. მწყემსი რად ღიღინებს, რად მღერს ჰანგებს საამურსა -

როცა შენსა ფეხის თითზე კოცნით ვუკრავ სალამურსა?!.


ზეცას ქოლგად გადმოგხურავ, ცისარტყელას დავსწვავ ზღვაზე, -

ოღონდ მითხარ, რას მიმზადებს შენი ფეხის სილამაზე?..

ცეცხლის ტალღას ფრთას წავაჭრი, მზის ყვავილსა მოვსთხოვ სურნელს

ოღონდ ფეხით დაღს ნუ მომცხებ, დაღს უხილავს, განუკურნელს.


ნიავს მხრებზე გადავკიდე შენი ქარვის ფეხთ-სამოსი,

დაე ცაში აიტანოს საიდუმლო მიდამოსი; 

საცეცხლურის ორთქლად შევსვი, შევსვი შენი ფეხთა მტვერი,

კოცნით მოესპე ის ტალახი, შენ რომ ფეხით ამოსჭერი.


რა ექნა?!. მკერდქვეშ გულის ნაცვლად შენი ფეხი მისვენია,

ჩემს სალოცავ სულის კერპად მხოლოდ ეგღა დამრჩენია; 

ოდეს მოვკვდე .. და დამატყდეს რისხვა ზეცით მონატეხი -

ამასა გთხოვ: ჩემს საფლავზე ძეგლად დასდგი შენი ფეხი.

 

ოქროს ფეხი... ოქროს ფეხი... ოქროს ფეხი ქალწულისა -

სიმბოლოა უცნაური სიკვდილის და სიცოცხლისა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen