კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:43

 

ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს

ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,

რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის

სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას…


მე კაცთ სიკეთის მხურვალე რწმენა

ჭირში თუ ლხინში წინ მიმიძღოდა…

გული თრობილი მის წმინდა მადლით

ჭკუის ცივს თათბირს ეურჩებოდა.


ნუ მეუბნები, რომ იგი იყო

უგუნურება და ცდომილება, -

ოღონდ კვლავ მომე: ის ცდომა მიჯობს,

ვიდრე უცდომი გამოცდილება!


დავკარგე იგი!.. აწ მის დამკარგავს

უმადლ, უნუგეშ მივის-ღა გული…

უმისოდ გული ცივია, ბნელი,

ვითა სადგური გაუქმებული.


ნეტა მას, ვისაც იმ რწმენის შუქი

ერთხელ მაინცა გულსა ჰფენია!

უფრო ნეტა მას, ვისც სამარემდე

გულით რწმენილი გულსვე შთენია!


ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს

ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,

რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის

სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen