კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:47

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

- სამად-სამ კოცნას

გთხოვ და ამაზე

უარს ნუ მეტყვი, ტურფა ჰურიავ!


- ჰურიის კოცნა

ამქვეყნად ვინ თქვა!

იცი, ჰურია სადაურია?


- კი ვიცი, მაგრამ

კოცნისთვის კაცის

იმ ქვეყნად წასვლაც ჯერ არვის უთქვამს.


- ოლოლო შენა.

მე სამოთხე ვარ

სამოთხე გინდა და ისიც მუქთად?


- სულ რომ გამირბი

რატომ გამირბი?

რაც გდიე, ტანჯვად კმარა ფერიავ!


- ფერია კაცი

მოდგმას გაურბის.

აქ უცნაური არაფერია.


- ეს მაინც მითხარ,

თვისება რა გაქვს,

რა ნიშნით გიცნო თვალი თუ გკიდე?


- მე მზე ვარ, მზეს კი

ამ ქვეყანაზე

რამე ნიშანი სჭირდება კიდევ?!


- ჰე, გულის სწორო

შენი წერწეტა

ტანის ყურებამ გამღუნა წელში.


- მე ისარივით

სწორი ვარ, ისრის

გულის სწორი კი მშვილდია წესით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen