|
რას მიქვია მეცხრამეტე ლუდოვიკო! - მირჩევნია მუდოსავით მუდო ვიყო, ანდა ვიყო ვახტანგ მერომელიღაცა, ვინც ფრანგების მეფესავით ვერ იღვაწა და რომელსაც შეაჩეჩეს მესტამბეთა სიგელი და ფარანი და ესტაფეტა, რათა გაჰყვეს სადიპლომატიო გემებს და სინოპში ჩაუტანოს დიოგენეს (კმარა! შენ ხარ ვახტანგ ათასმეექვსე და რიგი აღარ დაარღვიო მელექსეთა!). |
| პოეზიის გვერდი • • • |


