კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 21:12

 

დღეს აღტაცებით მსურს ლაპარაკი,

გულის პასუხის ლექსად მხილება -

თქვენი შევჩენკო, ჩვენი აკაკი

უკვე ერთმანეთს ეძმობილება.


ვეღარ დააჭკნობს ვარდსა და იას

უცხო, უგვანო, პირქუში სიო.

არა და არა! ცეცხლმა და ტყვიამ

თქვენი ცაცხვები ვერ შეარხიოს!


ბულბული შექმნის ახალ რამეებს,

იმღერებს დნეპრზე - მარად უცვლელზე -

და დილის ნამი კვლავ იკამკამებს

ალუბლისა და წაბლის ფურცელზე.


თავისუფლება დიდხანს გვიცდიდა,

ვიბრძოდით მედგრად შეურიგალი,

მტერი ავგავეთ ჩვენი მიწიდან

ძმური კავშირის მტკიცე გორგალით!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen