|
ღიაა ზურაბ ბატონო ჩემი მამულის ჭრილობა, ვერ გავუწიეთ ვერავინ თავის საფერი შვილობა.
არც შენ გაცალეს გმირობა გავწირეთ თავის ქვეყნისთვის ვინც ჩვენზე მეტად ცდილობდა, სატირალს მამულისასა ჩვენზე უკეთა სტიროდა.
კარგი საყრდენი წაგექცა, მე რას მიყურებ წესად მაქვს თვალები ცრემლით წამემცვრას. არ ჩაიწვება მზის სხივი თალხი სამოსი არ მეცვას.
ოხრად რჩება და ტიალად დამლია ამ წუთისოფლის წაღმა-უკუღმა ტრიალმა.
არც ვარსკვლავების ტრფიალმა ვერასდროს გამომაფხიზლა ჯურხაის ხმალის ჟღრიალმა.
ვარსკვლავებივით ჰქრებიან მიდიან შენნაირები, ჩემნაირები რჩებიან.
ფიქრებთან ბრძოლას ჩვეულნი შენნაირები მცირენი ჩამოფლეთილი სხეულით.
საფლავში გამომწყვდეულნი რავქნა? ეს კითხვა ტვინს მიმღვრევს ამ კითხვისგან ვარ სნეული,
ვინც ვართ უმარიფათონი მთას ვგავარ, ნისლით შებურვილს, უმეტესწილად დათოვლილს.
ფიქრი სანთელზე ნაქსოვი არა სძოვს ერის გონება არც არავინ სჩანს გამგონი. |


