|
სოკოს ვეძებდით ბავშვობისას ნაწვიმარ ტყეში... გალუმპულ რტოზე უსხლტებოდათ მზის სხივებს ფეხი და ნისლიც თრთოდა ჯადოსნური ქოხის ბოლივით. ხშირად ისმოდა ჟრიამული: ვნახე, ვნახეო... მოვაცილებდით სოველ ნეშოს მიმალულ სოკოს და მერე ხელში ავიყვანდით მოსაფერებლად. წითელ-ყვითელი სოკოებით სავსე კალათით მივიჩქაროდით შინისაკენ სიზმრის ბილიკით! დღეს ისე, როგორც ბავშვობაში ვეძებდი სოკოს, დავეძებ სითბოს, თანაგრძნობას, სიყვარულს, იმედს... შორს წამოვსულვარ, ვეღარავის ხმას ვეღარ ვაწვდენ, აღარც ძახილი: ვნახე, ვნახეო... ხელცარიელი ვბრუნდები სახლში! |


