კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:57

 

 

ბედნიერი სოფლის შვილნი

მოდებიან მინდორ-ველებს,

ზოგს ანკესი გაუმართავს,

გადაჰყურებს სოფლის ღელეს.

- უჰ, რამდენი ტაფელაა!

უჰ, რამდენი ღორჯო, კიბო!

ჰე, ბიჭებო! - ყვირის გივი,

მოდით, ერთად შევიკრიბოთ!

ვაჟას უნდა ქუდი დაწნას

და აგროვებს ძეწნის წკეპლებს,

ოთარიკო დასაჭერად

დაედევნა ჭრელ-ჭრელ პეპლებს.

ვანო ხეზე აპარულა,

სურს ჩახედოს ჩიტის ბუდეს,

რომ გაიგოს, თუ ბუდეში

ჩიტს რამდენი კვერცხი უდევს.

ნიკო მოდის შვილდ-ისარით,

დაუმიზნებს ერთს, მეორეს...

მათ საამო მხიარულ ხმებს

ირგვლივ მთები იმეორებს.

ზურამ შეკრა თაიგული,

აღტაცებით კრეფს ყვავილებს,

ტოროლამაც ჩამოსძახა

თავისუფალ ქვეყნის შვილებს:

„გაგიმარჯოთ, პატარებო,

ილხინეთ და ინეტარეთ,

რომ მარადის ნათელს გფენდეთ

სხივმოსილი თქვენი მხარე!“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen