კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:10

 

 

თუმცა ვიცი, რომ მთლად უმიზეზოდ,

გულს რომელიმე უთუოდ მატკენს -

გული რატომღაც,

გული სულმუდამ,

გული ყოველთვის მიმიწევს მათკენ!


შევხვდე თუ არა, ან სად და რისთვის -

გეგმებს წინასწარ არასდროს ვადგენ!

გული ყოველთვის,

გული რატომღაც,

გული სულმუდამ მიმიწევს მათკენ!


ვინ - უარესი,

ვინ - უკეთესი -

ვერ გამოვარჩევ ვერავის მათგან! -

მე ერთნაირად მიყვარს ისინი

და გული მუდამ მიმიწევს მათკენ!


არიან მათში ნაღდად ტიპები -

მიზეზს ვერ გეტყვი - გვერდით რო გადგენ!

ნაწყენობისას არ ვიკვლევ მიზეზს -

მე გული ისევ მიმიწევს მათკენ!


ანდა ისინი - მე, გულგაბზარულს,

იქ, კლინიკაში, თავზე რო მადგენ -

მე, რა თქმა უნდა, ეს გაბზარული

გული ყოველთვის მიმიწევს მათკენ...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen