|
ლექსი ვიყავ და ლექსს ვწერდი, ცეცხლს ვუნთებდი ჩირაღდანს სიჭაბუკეს ვაბრწყინებდი თუმცა ისეც ბრწყინავდა.
და თვალებში მზის ნამი ხელთ მეჭირა მთვარის ჯამი შუქს მისხამდა ცისკარი.
ლექსი ვიყავ ისედაც, სიყვარული ისეც მქონდა, ზეცა ისეც მისმენდა.
რაიც მაშინ დავხარჯე, დაჭრილივით მოვიკითხავ სტრიქონების ყავარჯნებს.
წუთისოფლის მემინდეს, ღემრთო, მომე ძალა ლექსის ის წლები კი შემინდე. |


