კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:54

 

ჩარგლიდან ჩამოვუყევი

ვაჟას ვაჟკაცურ ნაკვალევს,

თვალივში სოფლის შავთვალა

თვალნათლივ შევათვალთვალე.


გუდრუხს ხომ მხარს ვერ ავუხვევ,

არაგვსაც ავეზვირთავე,

ჟინვალში პური გავტეხე

და თამადობა ვითავე.


ვისურვე კაცის კაცობა,

მრავლობა მზიან დარისა,

შენივთვა, როგორც არაგვთა

მთიულეთის და ფშავისა.


ნატახტარს ტახტი ვინატრე,

გული დავლიე ფეთქვაში,

სხვაგან სად უნდა ავმაღლდე

თუ არ სანუკვარ მცხეთაში.


მტკვრის ტალღებს ვსდიე ფეხდაფეხ,

ველ-მინდვრებს გადავენისლე,

ას წელს სამყოფი საგზალით

გრძნობის ბეღელი შევივსე.


ცისა და მიწის სილაღით

ვბობოქრობდი და ვგრგვინავდი,

ბოლოს კი დედა - თბილისის

ქუჩებში გავუჩინარდი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen