კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:36

 

არის წუთები, არაფერს ეძებ,

არც გრიგალქარი აგიბნევს თავგზას,

ვიღაცა მხრებზე დაგაწყობს ხელებს,

ვიღაც თვალებში ჩაგხედავს ნაზად.


არაფრად აგდებ მიზანს თუ მიზეზს,

უძირო სევდას ესხმება წყალი...

სიჩუმე ჰყვავის უფსკრულის პირზე,

- ვით ცისარტყელა შვიდფერი რკალით.


ვით სიყმაწვილე იფეთქებს მერე

მზე, იდუმალი ისე, ვით გუშინ, -

მიძინებული სიმები ჟღერენ

არფისებურად მთრთოლვარე სულში.

 

მთარგმნელი: მორის ფოცხიშვილი

 

* * * * * * *

 

არის წუთები, როს არ გვახელებს

ჩვენი ცხოვრების ელვა და თქეში,

ვიღაცა მხრებზე დაგაწყობს ხელებს,

ვიღაც ჩაგხედავს გრძნობით თვალებში.


და იმავე წამს უფსკრულს ეშვება

ყოველდღიური ჩვენი რუტინა,

და ცისარტყელად მოსული შვება,

სიჩუმით ხევზე, ხიდს სდებს უჩინარს.


მოვა მუსიკა, როგორც ნუგეში,

ქნარის ჰანგები მოიტანს იმედს,

გამოაღვიძებს სადღაც უბეში,

ჩვენი სულების დაჭიმულ სიმებს.

 

მთარგმნელი ბესო ხომერიკი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen