კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:10

 

მზე გადავიდა... ეხლა ბინდდება. 

ცა მოწმენდილი ვარსკვლავებს ისხამს - 

ნათლდება გული და მომინდება 

შევაღო კარი იდუმალ ცისა.


ასეთი ღამე, ასეთი მშვიდი,

ჯერ არ უნახავს მთაო ჩემს თვალებს; 

როგორც მახეში გაბმული ჩიტი, 

გულში ოცნება ისე ფართქალებს.


ღამის დუმილში ჩავიძირები, 

სულ-განაბული ვკრეფ ფიქრის მტევანს: 

მომეჩვენება რომ მიწიერი 

მარადისობის ნაპირთან ვდგევარ.


თავდავიწყება გულს გადამიპობს, 

გაველურდება ჩემი გონება; 

ეხლა სამყაროც რომ დაიღუპოს 

მე მხოლოდ ლექსი მომაგონდება.


მაგრამ ეს რაა! ჩემივე ლანდი 

ვით შავი კატა წინ გადამირბენს, 

გადამხდის თავზე ოცნების მანდილს 

და სინამდვილის კბილებით მიკბენს.


და სიბნელეში როგორც ნიავი 

გაიშრიალებს ხმა: - არ ინანო! 

ცხოვრების გულზე ამირანივით 

მიჯაჭვული ხარ ადამიანო.


თენდება: ჰქრება ეს საოცრება, 

ცრემლით მევსება თვალთა უპენი 

რა უყოთ მერე ჩემო ოცნებავ 

თუ სიცოცხლისთვის დაიღუპები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen