კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:37

 

აღარც ღმერთი მწამს, აღარც სამყარო,

აღარც მსოფლიო მხიარულება,

ვერა ექიმი ვეღარ მომარჩენს,

რაც კი მე მტანჯავს ერთი წყლულება,


ქვეყნის დიდება და გახარება

მომცენ, სუყველა გამიზიარონ,

ჩემსა წამალსა ვერვინ იშოვის,

მთელი ქვეყანა შემოიარონ.


იმგვარი ცეცხლი მომკიდებია,

ჩემი ყვირილი ადის ცაშია,

მისი ჩაქრობა არ შეიძლება,

თუგინდ ჩამაგდონ შუა ზღვაშია.


ერთი მე ვიცი და ერთი იმან,

ვინც მე გამხვია ცეცხლის ალშია,

მე ის მომარჩენს, ანდა დამმარხავს,

ან გადამაგდებს ცოცხლივ წყალშია.


მე რომ სენი მჭირს, ის თითონ არი,

ჩემი ექიმი - მისივე ენა,

იეთიმ-გურჯს წამლად მისი თვალები

და მეღირსება მაშინ მორჩენა. 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen