|
"ანგის კიაფი გამცილდა"... რუდაქი
რას იზამ, ძმაო, მოიწიე ღამე ხენეში, ფლასით შემოსე შენი ზეცა - ზეცა საფარჩე, უღვთოდ გაფლანგე სიჭაბუკე და გადახარჯე და მარტო დარჩი უნუგეშო ამ სიბერეში.
ცრემლით შელესილს და ფიქრობ წლებზე, ჩავლილ წყლებზე, დაცლილ ტაგანზე, ქარზე, რომელიც ქროლვას მიეც და გადაქანცე და ვარდფურცლობას შეუსართე ზამთრის ერესი.
და ცერად გასცქერ მომაისე ლამაზმანებსაც; ქარის წისქვილებს, სულო ჩემო, რატომ შეები,
მალე ღვთის მადლით გაგვეხსნება სხვა სივრცეები, სულ სხვა მხარე და სხვანაირი ცა და სამყარო... |


