კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:21

 

ვაჟებ ვართ ხევსურისშვილნი,

მუხლებს გვიქებენ მგლისასა,

ჯიხვთ ვჰგვიორთ გამამფრინდალთა,

ჭაუხში, სალის კლდისასა.


ბევრისას ვამბობთ შანდობას,

ლომგულა, მკლავმარჯვისასა,

მიწა-წყლის სადარაჯოზე,

სისხლს რო ანთხევდნენ მტრისასა.


ხევსურთა სალოცავები,

წინ-წინ გამძღოლი ლაშქრისა,

თავზარდამცემი ჟღარუნი,

საარაგვოზე აბჯრისა.


ხანდისხან ლხინიც,ქორწილი,

ცეკვა-სიმღერა მაყრისა,

ზაფხულში სათიბ-საკრეფი,

ზამთარში ზიდვა ნაკრისა.


ხშირად სამფეხა ტაბლაზე,

თასებ ლუდ-არაყიანი,

ბევრი მელექსე ხევსური,

ფეხონ სწორებზე ჭკვიანი.


ჭერხოში წოლა სწორფერთან,

საზღვარი ტარვერცხლიანი,

დოღში კუდანსკვულ ლურჯასად,

ხუხება არაყიანის...


აი ხევსურის ცხოვრება,

ასეთი ავ-კარგიანი,

ხან შუაღამის საფერი,

ხანაც ცხრათვალა მზიანი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen