|
შენ დაიღუპე, როგორც პილოტი გადმოვარდნილი დანგრეულ ციდან მე - განშორების ვწუხარე ლოდი ძმაო, გულს მაწევს ამიერიდან!
ერთად ვიჭერდით ჩვენ ოქროს თევზებს.. მომაგონდება წმინდა წარსული: ცელქი ნავარდი ჭალებში, მთებზე!
ზურმუხტის ცვრებით თრთოდა ვერანდი.. შენ თურმე საფლავს გაახლოებდა კოხის ჩხირებით სიკვდილის ლანდი.
ველოდით: სიკვდილს, ვით სახრჩობელას.. რა სიამაყით ფეთქდნენ გულები! როცა ამაოდ ვითხოვდით შველას.
რაღაცა მისტიურ საშინელებით, - როს შენი სული გვეთხოვებოდა სისხლის რწყევით და მწარე ხველებით.
გადაგეფარა ღამის ზეწარი, და მეც განწირულ სიამაყიდან ავტირდი ჩუმი და უეცარი! |


