|
შემხვდა ალბომში სურათი ძველი, ჩვენ ვიღიმებით წლების სიღრმიდან. იმ დღეს პირველად ჩაგკიდე ხელი და მენატრები დღემდე იმ დღიდან.
ახლაც შრიალებს ის ხე უვნებლად. რას არ დავთმობდი, იმ ერთი წუთის სულ ერთი წუთით დასაბრუნებლად.
და იმდენი რამ გვქონდა საერთო, მე არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ანდა თუ უნდა მეთქვა საერთოდ.
რა დამავიწყებს ძველ მისამართებს. ხომ არის რაღაც, რასაც ვერ დათმობ და დრო ვერასდროს რომ ვერ წაგართმევს.
თითქოს ვიყუჩებ გახსნილ იარებს და ვაკვირდები საათის ისრებს, ბოლო დროს როგორ ჩქარა ტრიალებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


