|
ქარები რიონის ხეობაში
არის ევფრატის, არის ანგარის, არის ალაზნის, არის არაქსის... არსად ამგვარი, არსად ამგვარი, არსად ამგვარი ქარი არა ქრის.
ქარი დალოცვის, ქარი დალახვრის... არსად ასეთი, არსად ასეთი, არსად ასეთი ქარი არა ქრის.
ქარი სულორთან გამქრალ ქალაქის... არსად ასეთი, არსად ასეთი, არსად ასეთი ქარი არა ქრის.
მუდამ დენთივით, მუდამ ბორგვით რომ ჟინს ვერ იოკებს... მე იმ ქარებით ვარ გაჟღენთილი სულს სიკვდილამდე რომ აწიოკებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


