|
შემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვინოსაც შეჰსვამ, მეც დამლევ, სხვანიც გეტყვიან ქებასა; დაცლილი სხმასა მიმარტყი, მაწვიე ჩემსა ნებასა!
შენცა დამხვდი ისე გულად! ნუ იშიშვი შესმას ჩემსა: არ ვარ მწარე მეწამულად! ლალის წყარო ჩემსა შიგან სდგას და გიცდის შესასმელად. აჰა, კარგი! ნუღარ სჯაბნობ, მეწაფე და შემსვი სრულად! |


