კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:35

 

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად“

გალაკტიონი

 

გადასულა უკვე შუაღამე.

მიდის მთვარე. გარეთ ჩადგა ქარი. 

არავინ არ შემოამტვრევს კარებს, 

საიმედოდ ჩარაზულა კარი.


ვიმეორებ შენს წამებულ პწკარებს 

თითქოს ქარში გუგუნებდეს ზარი: 

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად 

ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის“.


სახლში უკვე მშვიდად სძინავს ყველას, 

უკვე სძინავს ქალაქს გულის ძილით. 

ახლოს მთვარის ცივი შუქი ელავს, 

გლუვ მინებზე უხმოდ დალეწილი.


ვარსკვლავებში ფიქრი ჩაიკარგა, 

იქ სამყაროს გასჩენია ბზარი... 

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად 

ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის“.


უსასრულო ცისქვეშეთში მბრუნავ 

დედამიწას უმზერს ფიქრის თვალი. 

ზრუნავ, მაგრამ მხოლოდ ფიქრში ზრუნავ, 

მხოლოდ ფიქრის შეგრჩენია ძალი.


ფიქრი ათას მოლანდებას ქარგავს 

ხომ არ ექცა დედამიწას მხარი? 

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად 

ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის“.


აყურადებ მიძინებულ ქალაქს, 

თითქოს ძილშიც ბორგავს მისი მკერდი.

აგეხადოს ლამის თავის ქალა, 

აღარ იცი, ლექსებს რისთვის წერდი.


რად ჰყვებოდი შენი გულის ამბავს, 

ამ გუგუნში ხმა არ ისმის მტკვარის... 

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად 

ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის“.


დრო კი მიდის... დრო დაეძებს მართალ 

სიტყვას, როგორც არსებობის მარილს, 

ამიტომაც შენს ძველ სატკივართან 

ჩვენი ბევრი საფიქრალი ვცანით...


ვდგავართ იგივ დარიალის კართან, 

უცვლელია ქარგა მშობელ მხარის. 

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად 

ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის“.


მზე ამოვა. მზე არ დაახანებს, 

ალიონზე აიყრება ნისლი. 

გარიჟრაჟის მშობელია ღამე, 

დილა თალხებს სამოსივით იცვლის.


ამ დილას რა გავატანოთ საგზლად, 

რა ბილიკი გავუნათოთ კვარით?

„ყველაფერი არის ძლიერ კარგად 

ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის“.


დაწრიალებს დამშეული ფიქრი, 

მომლოდინე იმედების გეშის, 

მუდამ ცდილობს, მუდამ ღონეს

იკრებს რომ ღამიდან გაგვიყვანოს მზეში...


და შემინდე! შევაბრუნო უნდა 

ქანდაკივით ჩამოსხმული პწკარი: 

„ყველაფერი არის ძლიერ ცუდად 

ყველაფერი ძლიერ კარგად არის!“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen