კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:10

 

(ლერი ჯალაღონიას)


არც ქანდარა,

არც პარტერი,

არც ხავერდი ბენუარის,

არც ცისფერი შეკივლება 

დეზდემონას პენუარის...


ვერ ვიშოვით ვარდებს ვეღარც 

ტატოს ლექსის ღაღადებით,

ვერ ვაცდუნებთ მარგარიტას 

ფიროსმანის ნახატებით -


რადგან პოეტს აბითურებს 

მეძავი და მოდებილო,

და მაესტროს ჯიბრზე, რადგან, 

ტრაგედია ვოდევილობს...


სულ ვეძებდით,

თუმც ვიცოდით -

ვერასოდეს მოვნახავდით,

ამ ძებნაში მხოლოდ შხამი 

გამოვძებნეთ, ორნახადი...


ის ვართ,

ვინც რომ ბედის ბროლი 

ბედის ბორბალს მიამტვრია,

ეს ცხოვრება ბერიკების 

უსახური თეატრია,


სადაც მუდამ თამაშობენ 

იგავს კუს და მორიელის,

ხან ექსილეს ბოღმა გვახრჩობს, 

ხან ქირქილი მოლიერის...


... და არყოფნა-ყოფნის სიბრძნეს

თითქოს მტვერი აკმიესო,

ეს სიბერეც შექსპირივით 

დაგვჩხავის და დაგვპიესობს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen