|
ბათუმის მზე ჩასავალად ენთო, მშვიდი ქარი ხმაურობდა ზღვაზე. ცხოვრებისგან დაღალული "დენდი" გემს უცდიდა და მიამბო ასე:
ორკესტრით და ხალხით ფეთქდა ბაღი, ვერონიკას მოსწყენოდა შუბლი, ვერონიკას შუბლზე აჩნდა ზრახვა: ჩამოსულთა მარტოობის ღრუბლი, არც შეხვედრა, არც ნაცნობის ნახვა.
ფიქრში მყოფ ქალს ახალგაზრდამ მკრთალი სალამი და თაიგული ვკადრე და ვიგრძენი მშვენიერი ქალი.
ვადარებდი ვერონეზეს ნახატს,- სადმე ძვირფასს გადავკრავდი ღვინოს, და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს.
ახლობელი იქ არავინ მყავდა, მოწყენილი, მღვრიე ყავახანა ჩემს უმიზნო მარტოობას ჰგავდა.
ნევას ერტყა შენისლების ბუნდი. ერთ ქალს მხარზე გადაეგდო თოფი და გარს ერტყა მეგობრების გუნდი.
აჰ, საით სად იგი გასცდა ხიდეს, რა თქმა უნდა ვერ შემიცნო რადგან კლასი კლასის წინააღმდეგ მიდის.
სადაც მღვრიე დამდგარიყო ღვარი, "უცხო ქვეყნად მარტოობას გრძნობდე, ნეტარება არის რაღაცგვარი".
მივყვებოდი მოგონებათ ნაკადს, როცა ძვირფასს გადავკრავდი ღვინოს და ხელგაშლით ვთამაშობთ ქაღალდს.
და მომესმა საუბარი მისი: "საქართველო ეს ზღაპრული მზეა, უკეთესი ბედისაა ღირსი.
იგი უფრო შეიქმნება მშვენი! როცა ძალა და უფლება მტკიცე დამყარდება იმ მხარეში ჩვენი.
ასე მოხდა-კაცია თუ ბედი, სალამი და ყვავილების კონა არავისი მახსოვს, ერთის მეტი!
საუცხოო, ფრიალოზე ნარგი, ის დღე ჩემთვის ყველაფერი იყო, ყოველ დღეზე უჩვეულო კარგი.
მაგრამ გრძნობამ შემაჩერა რაღაც, ჩვენ ხომ... ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს.
ხმით დაიძრა მესამე დღე რუხი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი თეთრი, როს თოფების ატყდა ჭახაჭუხი....
რომ იჭექა და ამღვრეულ ბოლში მკერდში, გულთან გამიარა ტყვიამ და დავეცი სისხლიანი, თოვლში.
და გაფითრდა ქალის თვალთა ცქერა, რაღაცასი გახსენება მსურდა და, ვერასგზით... და ვერა და ვერა.
ვერონიკას, ხელთ თოფი რომ ეპყრა, ქარხანაში უწოდებდნენ თურმე: გაბედული კალუგელი ვერკა.
და ლამაზ ხელს შრომა აჩნდა დაღად. ჩვენ კი... ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


