|
როცა დიდი ხნით დახურული გავხსენი ყუთი, - ძველ ბარათებში აღარ იყო სიახლე ძველი, მხოლოდ ზაფხულის სურნელება ვიგრძენ სათუთი და შემოდგომის სიახლოვე ბურუსდამსხმელი.
ყვითელ ქაღალდზე დაღალული ხელით ნაწერი! ვიცი: მე მათთან მორევიან ნისლში ვიქნები, როგორც ავდარში შუქი მკრთალი და ალმაცერი.
მშვენი თვინიერ, ჰოი, ზღუათა და ხმელთა ზედა”, მათში მარტოდენ ჩაქსოვილა მძინარე ნანა აღმოუთქმელთა მწუხარებათ და სინაზეთა.
ამ ბარათებზე საუკუნო ალად ენთება! გადივლის თვალწინ დროთა ბნელი კორიანტელი. ჩუმად ვშლი ფურცლებს. სარკეებში ჩუმად თენდება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


