კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:21

 

 

 

თითქოს ბედისწერას გუმანს ვუსინჯავდე -

გავშლი მერამდენედ ხსოვნის პერგამენტებს.

და მიმქრალი მზე მანიშნებს, უძინართა -

ხსოვნავ, სიყვარული თავსაც ვერ გამეტებს.


ცა რომ დამძიმდება - ერთდროს მოკამკამე,

ცა რომ დაგუბდება სულის შეხუთვამდე,

სევდის ფსალმუნივით, თოვლს რომ მოგაგებებს,

ნეტავ ჩემ სახელზე ცას ფიქრს შეუთქვამდე.


ნეტა მარადი და ნეტა უსასრულო

იყო სიყვარულო, ხსოვნის ბაღებივით.

ისე უბრალოდ და მშვიდად მიხსენებდე,

როგორც ეს თვალები - მთებს რომ გახედავენ,


მწუხრის გადაღმიდან, ლურჯად შენაბინდებს.

მშვიდად ეფინება ნისლის მისტერია.

ნათელ ხსოვნით სავსე მჭვირვალ სერაფიტებს, 

ჩემი ბილილები დღესაც მისტირიან.


ისე მოსდებია გზისპირს ნარ-ეკალი,

როგორც ბზას - სიმწვანე, ურჩი ერთგულებით.

ცხადის სიახლოვეს არც კი გამეკარე,

და მაინც ყოველ წამს გვერდით მეგულები.


თითქოს უხსოვარ დროს, ვარსკვლავის აკვნებზე

ხსოვნის მძივივით ვიყავით მიბმულები,

თითქოს აერია ანგელოზს გზა-კვალი,

და ჩვენც ერთმანეთის ფიქრში ვიბურდებით.


აი, სანაწილე - ჩემი გული, ღმერთო,

შენს გარდა ან ვინ დებს იქ თრთოლვას, მითხარი.

მე ვიცნობ, უფალო, ეს შენი ხელრთვაა,

არ მინდა ამ ხსოვნის გარდა რამ სიზმარი.


გაგვიხდის სამყარო ნისლის პერანგივით,

ვინ იცის, ჩვენ ტკივილს აღარც კი ახსენებს.

ალბათ, გვიერთგულებს ხსოვნის სერაფიმი,

ფრთხილად შემოგვაცლის ამ ცხადის სახვევებს.


და როცა შემოდგომა ზეცას ჩაამწიფებს,

პირველ ფანტელებს დაიყრის უნაბები,

ერთი მაინც ეტყვის უფლის ნამოწაფარს:

“ხსოვნა სიყვარულზე ვით არს უცაბედი?”

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen