კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:51

 

როცა დღეები ერთფეროვნებით მიქრის,

მე ერთი ვიღაც, როგორც მოკვდავი, ვწვალობ,

შემხვდები უცებ, გამინათდება ფიქრი

და საგულედან გული აფრენას ლამობს.


უნდა გავბედო, გიმხელ სანუკვარ სურვილს,

მთელი ცხოვრება თითქოს ფარულად მდევდი,

შემხვდები უცებ და ამევსება სული

შენი თვლების ულამაზესი სევდით.


გნახავ და მერე ღამეებს თეთრად ვათევ,

შენ სხეულს ღრუბლის თეთრი ფთილებით ვძერწავ,

თვითონ არ იცი, გადამაქციე მნათედ

სიყვარულის ზარს რომ შეშლილივით რეკავს...


ხარ ჯადოქარი, უმშვენიერეს ტანით,

რასაც ისურვებ, იმას დამმართებ ახლა,

შენი მსხვერპლი ვარ, გრძნობის ზედაშით მთვრალი

(გაზაფხულს ჰგავხარ, მე კი ზამთარი მახლავს).


მავანის ყოფნა უფერულ დღეებს ერთვის,

ცის გახსნას უცდის, თვალს მოლოდინით ახელს,

შენთან შეხვედრა სასწაულია ჩემთვის,

მადლობა უფალს, რომ ანგელოზი გნახე.


ცხოვრების გზები ერთმანეთისგან გვთიშავს,

ვერ შეგეხები რძისფრად გადმოღვრილ მხრებზე,

შენთან შეხვედრა ჩემს გადარჩენას ნიშნავს,

იქნებ ამიტომ სუყველა ქალში გეძებ.


როცა დღეები ერთფეროვნებად მიქრის,

მეც ჩვეულებრივ მოკვდავებივით ვწვალობ,

შემხვდები, უცებ გამინათდება ფიქრი

და საგულედან გული აფრენას ლამობს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen