კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:36

 

თამადის თხოვნით მღეროდა ბავშვი,

ბავშვი, რომელიც დატოვა მამამ,

მღეროდა ბავშვი და იმის ხმაში

ჩიტივით თრთოდა მწუხარე გამმა.


და ვჭვრეტდი სუფრას არეულს ღვინით

ცოტა ხნის წინათ ზრდილსა და ჭარმაგს,

და წკრიალებდა ბროლივით კრინი

ბავშვის, რომელიც დატოვა მამამ!


დედა კი სხვასთან ცეკვავდა მაშინ

და სხვას ურწევდა ვნებიან ჰამაკს,

- და ყელგაწვდილი მღეროდა ბავშვი,

ბავშვი, რომელიც დატოვა მამამ.


შეწდა სიმღერა და მე ის წვიმა

დამრჩა მარადის უმწარეს წამად...

ხოლო ქეიფი გაგრძელდა ღამით

დახარბებული სმასა და ჭამას...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen