|
ეს ღამე გაჩნდა როგორც წერტილი ქრიან ოცნების თეთრი ნავები მე წამოვედი გულდასეტყვილი და ვიცი ახლა შენც გენანები.
რა ვქნა ცხოვრების ქსელში გავები ჩემი ტირილის ჩემი მოწმეა ეს თეთრი მთვარე და ვარსკვლავები.
და ვიცი ისევ რომ ავენთები როგორც სიცოცხლე, როგორც სიკვდილი როგორც სიშორე და პლანეტები.
და გრიგალები მიწას უვლიან მესმის ცხოვრება როგორც ტალახი და პოეზია სიხარულია.
ახლა ეს შუქი აღარ ინთება და უდიდესი გრძნობის ნიშანი არის დუმილი და განრიდება.
ქრიან ოცნების თეთრი ნავები მე წამოვედი გულსდასეტყვილი და ვიცი ახლა შენც გენანები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


