|
მაშინა ვარ ბედნიერი, მხოლოდ მაშინ ტკბება გული, როცა მესმის ნორჩი ყრმების სიცელქე და ჟრიამული!
და ნახევრად ხელჩაქნეულს, ვეღარავინ ვეღარა მცნობს მე ბავშვებში ბავშვად ქცეულს...
ვხტუნაობ და ვცმუკავ გულში, ჩემ დღეთა სვლას ვეღარა ვგრძნობ მათ მზერა და სიყვარულში.
ჩემთვის განურჩეველია, ვიცი, მისი ნორჩი გული სიყვარულის მფრქვეველია.
რაკი დაჰკრავს მას მზის თვალი, მეც იმგვარად მახალისებს ყრმების კარგი მომავალი...
და ბედისგან მწარედ ძლეულს, ვინ წამართმევს ამ სიმდიდრეს, ვინ წამართმევს ამ განძეულს! |


