|
გალაკტიონ ტაბიძისადმი
არფაზე გაკრული გველი ჩუმი ნიშნობაა მთვარის. გათავდა ვარსკვლავთა რთველი აღმოხდა ცისკარი ჯვარის.
სარკეა ანგელოსთ მხარის გაბრიელ - ზღურბლისა მცველის მიქაელ - დამცემი ზარის!
ტატნობზე - ელვათა ბზარი ზავდება კამარა ვრცელი იხსნება ცხოვნეთის კარი.
ფერისცვალება ქნარის, ცის გარდაცვალებას ელი, ახლოა დარობა დარის! |


