კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:50

 

 

 

აცივდა ნაცრისფრად, ნაცრისფრად აცივდა,

უხუცეს ჭადრის ხეს ფოთლები დასცვივდა;

ხავერდის მწვანე ყდა გადასძვრა ტყის კარავს,

აწ თოვლი შებუმბლავს, აწ, თოვლი დაფარავს.


და მთვარეც ისეა მკრთალი, მილეული,

ვით ქალი... (როგორ ვთქვა?) ვით ქალი სნეული.

აცივდა ჩემს სულშიც, ჩემს სულშიც აცივდა,

ცრემლები დამემტვრა და მინად დამცვივდა.


ჩემს ლექსებს მხიარულს, ჩემს ნაფიქრს და ნაგრძნობს

აწ სევდა დაფურცლავს, აწ სევდა დააჭკნობს.

და სატრფოც ისეა მკრთალი, მილეული,

ვით მთვარე... (როგორ ვთქვა?) ვით მთვარე სნეული.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen