მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
იგრძენ, რომ ქვეყნად არსებობა არ არის რთული. და რომ ცოცხლობდე, ეს ხომ სულაც არ არის ძნელი. მზე აენთო და აზეურდა, გაგილღო გული, მოგიგურგურა და გაგითბო სხეული მთელი.
და გულგაღეღილ ათასწლეულთ მე წამებს ვადრი, საუფლო ღვთისა, რითიც ასე მარად ვივსები, არ არსებულა არასოდეს ჩემამდე, ადრე.
უმაღლეს ძალთა მადლი ქვეყნად დიდზე დიდია. შენც მათ უმადლე იმ ჯადოსნურ ღვინისთვის, რაიც. ძარღვებში გიდუღს, გიღუის და ცეცხლად გინთია. |


