კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:30

 

მთარგმნელი: დავით წერედიანი

 

სიჩუმე კირის და მირტის.

გარს მოლი ავლია ბალბას.

ჩალისფერ ქსოვილზე ხელი

ლევკოიონებს ქარგავს.


ობობას მიმალულ ქსელში

თრთის შვიდი ფრინველი პრიზმის.

საყდარი დათვსა ჰგავს შორით,

და შორი ბურდღუნიც ისმის.


რა სუფთად, ნატიფად ქარგავს!

გარშემო რა ნაყშებს აყრის!

გამოჰყავს ჩალისფერ მოვზე

ყვავილი თავისი ნატვრის.


მზესუმზირებს და მაგნოლიებს,

კილიტებს რაგვარს და რაფერს,

ზაფრანებს, მთვარეებს, ყაითნებს

წმინდა დაფარნაზე აფენს.


ხუთი თურინჯი დაშაქრული,

სამზადში სინზე დაკრებილი,

ხუთი წყლულია მაცხოვრისა,

ალმერიაში დაკრეფილი.


თვალთაგან მხედარი ორი

მიქრის და ქარდაქარ ფრთონავს,

და უკანასკნელი ჩქამი

გაუწყვეტს პერანგის ზონარს.


შორეულ მთებსა და ღრუბლებს,

გასცქერის უფსკრულზე დახრილს

და ნელა იმსხვრევა გული,

გული ვერბენის და შაქრის.


ოცი მზე შრიალებს ველზე,

დაკბილულ აღმართზე მცინარებს.

შემართულ მდინარეს ხედავს,

ნატვრით გამოხმობილ მდინარეს.


ისევ დაეწვდება საქარგს,

ქარი კი თანდათან ჩადგა

და სარკმლის ზემოდან სხივი

თამაშობს გისოსთა ჭადრაკს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen