კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:10

 

მე რომ ჯავრი მგლეჯს და მე რომ

ჯავრი მფლეთავს,

შენ რომ გაკვნესებს და შენ რომ

გაღრიალებს,

არც სხვები არიან ჩვენზე უკეთესად,

სტკივათ საქართველო -

ერეკლე საღლიანო!


ახლა სამშობლოსთვის უნდა მოვიცალოთ,

საკმარი დავთმეთ და საკმარი ვიგლოვეთ,

ჟამია ერეკლე სისხლით მოიცვაროს,

სამშობლოს ახალი სჭირდება დიდგორი.


ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რა იყო კრწანისი,

ხმამაღლა ვკითხულობ -

ხომ არ ვაგვიანებთ?

დღეს უნდა შევძახოთ სამშობლოს -

ხვალისთვის,

დღეს უნდა შევძახოთ, ჩემო საღლიანო!


ხომ ვხედავთ, მამული ხელებში გვადნება,

რაც მტერმა ვერ გვიყო, მოკეთე გვიშვრება,

როდემდის ვიხადოთ ლუკმისთვის მადლობა,

როდემდის ვუთმინოთ ჩვენს გადაჯიშებას.


ახლაც ღრუბელივით ცაზე დავფარფატებ,

ზეცისკენ გამირბის მზერა ნაღვლიანი,

რაღაა მამული - ჩემს ერთ ცრემლში დავტევ,

შენს წვეთ სისხლში დავტევ

ერეკლე საღლიანო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen