კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:15

 

გულს სად სცალია დასაბერებლად,

როცა სიცოცხლეს ასე უხდები,

იალქნებივით დასაბმელები,

ეხეთქებიან ღრუბლებს მუხები.


მზე ჭიქებსა და სულში წკრიალებს

და კვნესის შენი ღიმილი - კმარა!

და გახლეჩილი ბროწეულები

ჩემს გაურკვეველ სურვილებს ჰგვანან.


არაგვის ტალღას მომწყდარი ქარი

თითქოს გზვერავდეს ხარბი თვალებით

და როგორც ცეცხლი მინდორში, ღამით -

მღერიან შენი მუხლისთავები.


თითქოს ქვეყანა ხარ დასარბევი,

აუღებელი და ხელუხლები!

იალქნებივით დასაბმელები,

ეხეთქებიან ღრუბლებს მუხები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen