კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:31

 

 

შევხარი პეპლებს, ტყეებს,

ყვავილებს,

ნაკადულებს -

თეთრ ნისლებად რომ ფრენენ ცაში,

ბალახს შევხარი -

საოცრებას დაუსრულებელს,

მშვენიერნი იმითაც რომ არიან - ჩანან!

მაგრამ ხომ არის ის სამყარო,

რაც არ იხილვის?

მიწის ნოტიოს მინდობილნი

წყაროს ფესვები,

ყვავილთა თესლი,

ბალახისა და ტყის უკუღმა პირი მიწაში,

საფლავების ანაბარა დარჩენილები

რას შესცქერენ,

რით ხარობენ,

ან რა ხდება მიწის გადაღმა ეგეთი კარგი,

რომ იქიდან ასე ლამაზად და

ნაირფერად ამოდიან, დალოცვილები?

განა იფიქრებ,

რომ ამათი გამონაშუქი მშვენიერება

ბედნიერების გარეშე ხდება?

კაციც ხომ ასე -

რაც სულში უდგას იმას ასხივებს?

მე კი რამდენჯერ მივწი-მოვწიე შავი მიწა

და ჩავაცქერდი,

ვერაფერი ვნახე,

ბეჩავმა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen