კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:48

 

ცნობილი რომანის

ერთერთი გმირი -

ერთი თეთრყურა,

ლამაზი ვირი.


კაცუნა მსუქანი -

იმისი პატრონი,

მისი მეგობარი,

მისი ბატონი.


მთავარი გმირი,

აზნაური კეთილშობილი

და ის იდეა,

დიდი ხნის წინ წარმოშობილი.


არ დადიან შარაგზებზე

სიკეთე და სიმართლე,

პასუხს როცა მოგვთხოვენ,

თავსაც ვეღარ ვიმართლებთ.


რა გვიშველის, რა ვაკეთოთ.

ვინ იცის,

თვალებში შეხედვა მრცხვენია

ვირისთვის.

 

* * * * *

 

ტელევიზორში უკრავენ გამებს,

პირველი კლასიდან ვიღებდი სამებს.

აღარ ელიან ჩემგან არაფერს,

ცხვირწინ მიხევენ ცისფერ ბარათებს.


დაგორდა ბავშვობა

ჩატეხილ კიბეზე,

აკორდი ავიღე

დაწყვეტილ სიმებზე.


სულ ცოტა ხანი

როგორმე გაძელით,

იპოვეთ ნახვრეტი,

იქითკენ გაძვერით.


იქით მომავალში

ეგებ მოგველიან,

თორემ რა ხანია

სევდა მოგვერია.


რით დავიმსახურეთ

ასეთი ბედი,

ამ ერთხელ მაინც,

ამღერდეს გედი,


ან სიკვდილის წინ,

ან იმის მერე,

ჩვენც შეგვახვედროს

იმ ლამაზ ბგერებს.


ჩვენთანაც მოვიდეს

სასწაულმოქმედი,

ლანცეტით მოგვაჭრას

წყეული ხორცმეტი.

 

* * * * * * *

 

ისევ მესიზმრა

თეთრყურა ვირი,

ცნობილი რომანის

ერთერთი გმირი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen