კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:58

 

მერის მუარი და პენუარი,

ბუდუარი და აქსესუარი,

სხვა ქალაქი და სხვა ტროტუარი,

სხვა თეატრი და სხვა ბენუარი

და უტყუარი რეპერტუარი.


განა ცრუ არი, განა ყრუ არი

მოგონებათა რეზერვუარი,

ხამს მემუარი, ხამს კულუარი,

სოფელი, თონე და საფუარი,

ჯიქი და არა იაგუარი,

იანვარი და იანუარი,

ნიაღვარი და ნიაღუარი...


- რა საჭიროა ოცი უარი? -

გაოცდებოდა აქ რენუარი,

აგრეთვე - სიმონ დე ბოვუარი

და მითუმეტეს - პოლ ელუარი,

რომელსაც ერთად-ერთი უარი -

სალვადორ დალის გამოისობით -

უთხრა ცოლმა და გადაუარა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen