კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:02

 

ჩემო პაწია მერცხლებო,

ჩემი სიცოცხლის სხივებო,

საყვარლად მოჭიკჭიკენო,

თქვენ ჩემი გულის მძივებო.


მოგესალმებით ტკბილ-კოცნით,

ბიძია, გულით წრფელითა

გიძღვნით უველას სიხარულს -

სიევარულს, უთქმელს ენითა.


მომილოცნია გენაცვათ

აღდგოშა მაცხოვარის!..

და მასთან ერთათ სიცოცხლე

მთელი ადამის გვარისა!..


იესო მხსნელი ქვეენისა

თქვენსავით იყო პატარა,

მაგრამ თავისი სიცოცხლე

სულ ცელქად როდი ატარა.


ხანა სწავლობდა შინ წყნარად,

ხან კარზე დაცქრიალობდა,

ხან კარდებს რგავდა ჰაწია

ბაღში, და ტკბილად გალობდა.


გულ-მოდგინებით, სიფრთხილით

თვალს ადევნებდა ყველასა,

ფიქრობდა უმწე ბავშვების

და ღარიბების შველასა.


განსაკუთრებით უფრო კი

ობლებსა ეფერებოდა,

თვალიდან სწმენდდა ცრემლებსა,

მათ მშობელ მამად ხდებოდა.


რა დავაჟკაცდა, იესომ

ქვეყანა შემოიარა;

ხალხის ჭირი და ვარამი

შეიგნო, გაიზიარა.


ბნელსა მიჰფინა ნათელი,

ყველგან განკურნა სნეული;

ზე აღადგინა უძლური,

ჯან-ღონე გამოლეული.


მაცდური, ქვეყნის ორგული

განასპეტაკა გულითა;

ბოროტი კეთილს ამოყვრა

მან წმინდა სიყვარულითა.


თვისი სიცოცხლე, ჯან-ღონე

სიკეთეს გადაალია,

ბოლოს აწამეს ისიცა

და ჯვარზედ სული დალია!


მაგრამ არ მოკვდა იესო,

საქმით აქ დარჩა ჩვენთანა,

დღესაც აქ არის სულითა

თავის საყვარელ ერთანა!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen