კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:14

 

თეთრ ტაძარში, რწმენად ღვთისა,

რაც სანთელი ანთებულა,

მამულისთვის, მამულისად,

ანთებულა მართებულად.


თეთრი ტაძრის რუხი კარი

ვისი ხელით დაკეტილა!

რად არ რეკავს დედო ზარი,

სანთელი რად დაღვენთილა!


თეთრი ტაძრის თეთრი სვეტი

იჭვნეულად რად დამყურებს,

განმკითხველი ჩვენი ბედის,

ცრემლის კურცხალს რად მაპკურებს!


იქნებ მითხრა, ძველი ტაძრის

საწუხარი რად არ გალღვა,

ჩვენი სვე და ჩვენი აზრი

რად აჩნია ტყეებს დამღად.


დამენახვე, ბედის მთხზველო,

დამღის ახსნა ან გსურს აღარ,

წუთისოფლის განმკითხველო,

მოვარდები როდის, ტალღავ!


ჰე, მამულო, გთხოვ და გვედრი,

შენ ხარ ჩემი ღმერთთა ღმერთი,

გააბრწყინე ბზარი კედლის,

გააბრწყინე სვეტი თეთრი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen