კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:39

 

მხოლოდ ოთხმოცი წუთი,

მხოლოდ ოთხმოცი წამი -

ათიათასი ფუთი

ნოემბრის ოცდასამი.


მხოლოდ ოთხმოცი წვეთი,

მხოლოდ ოთხმოცი ნამი -

ყველა წვიმაზე მეტი

ნოემბრის ოცდასამი,.


შეუსვენებელ გზაში

მხოლოდ ოთხმოცი ჩქამი -

გაბმულ გუგუნის მსგავსი

ნოემბრის ოცდასამი.


მზის მისალმების წუთი,

გამოსალმების ჟამი -

მოედანი და ბურთი,

ნოემბრის ოცდასამი.


სულ ეკალივით ვარდი,

სულ შარბათივით შხამი -

სულ სიზმარივით ცხადი

ნოემბრის ოცდასამი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen