კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:07

 

წავიდა ცხოვრება, წავიდა,

ვიჩქარე, ამაოდ ვიჩქარე,

ვერაფერს დავიწყებ თავიდან,

არაფერს აღარ ცვლის სიჩქარე.


დაბერდა, ოცნება დაბერდა,

თვალებში ჩამდგარა ლოდინი,

მომავალს ამაოდ ვაგებ და

მხრებს აწევს სიმძიმე ლოდივით.


გაკაფეს, ის ტევრიც გაკაფეს,

განსაცდელს მიმზადებს ვერაგი,

და არად დაგიდევთ საკაბეს,

რამეთუ მამძიმებს პერანგიც.


წამართვეს, გრძნობები წამართვეს,

დამტოვეს დაცლილი სხეულით,

ამაოდ ვავედრებ მამაღმერთს,

სისხლშიგან შემიჩნდა წყეული.


მკვდარია, იმედი მკვდარია,

სიცოცხლე ვეღარსად დავმალე,

სიკვდილი, ვაი, რომ ბრალია

და მაინც იჭრება სამარე...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen