კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:07

 

კვლავ ოთახში ვარ გულდანადაღი,

როგორც ათასი წლის მეინახე,

თითქოს ვიცოდი ქვათა ღაღადი

და საიდუმლო ვერ შევინახე;


თითქოს თორნიკეს ბრძოლას ვუმღერე,

სიტყვას ვეჯახე საბასებურად,

კრწანისს ვებრძოდი; დავმარცხდი მერე,

სამშობლოს ცა კი მაინც მეხურა.


მხრებში დამღუნა მძიმე წარსულმა,

თითქოს ათასი წელი ვმღერივარ,

დავბერებულვარ, წლები წასულან

ჰოდა, სათქმელიც შემომელია.


ქარს აჰყოლია ის ამთვარება,

და დამჭკნობია გრძნობების ულო,

ვიდრე შენი მზე დაექანება -

არ დაისვენო, იმღერე გულო,


ვიდრე გადატყდეს ბედი შუაზე,

ვიდრე გაცურავს ღრუბლებში მთვარე...

მხოლოდ ოთახი გისმენს, უამბე

ტარიელზე და რამინზე რამე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen