|
გული არის ბევრნაირი, უცნაურად ბევრნაირი! ვთქვათ, კეთილი! ვთქვათ, გულჩვილი, ვთქვათ, ქრისტიან ბარნარდის...
გული არის ბოროტიც! მოგზაურიც - თავის კუკით, თავის მარკო პოლოთი...
უღვთოდ გამოკეტილი! - სურს გაქცევა, მაგრამ უშლის მკერდის მტკიცე კედელი...
ფრანგული და ქართული! ერთნაირი - ტკივილია! - ბრძნული... მიოკარდული...
გული არის შვილმკვდარი, რასაც ტვინი ვერ გაიგებს, გული არის მიმხვდარი...
არის გული - ბეთქილის... არის გული გულქვა, მაგრამ არის - გულგახეთქილი...
შეჭმა ერთიმეორის! არის გული - ლაჩრისა და არის გული მეომრის!
არის გული - ერთგული! არის გული - გამცემი და არის გული - შეთქმული...
მაგრამ არის მიმკვდარიც... რასაც ტვინი ვერ გაიგებს, გული არის მიმხვდარი... |


