კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:09

 

...დანარჩენ სიტყვებს ცრემლები ალბობს,

ძნელ სათქმელს, ისევ თვალები ამბობს,

ვკითხულობთ,

უკვე

ვეღარაფრით

ვეღარ ვმშვიდდებით,

თვალწინ გვიყრია დაკრეფილი

შენი შვინდები...


უცებ იმხელა სასწაული მოგვევლინა,

ვეღარ ვერევით,

ეს საოცარი სიამაყე დაგვაქვს ცრემლებით...

მინდვრებს აწოვებს შემოდგომის

ღრუბელი ძუძუს,

"წვიმის წვეთები იწყებენ წუწუნს"...


შენი ლექსების რითმით აცრილი,

წვიმას კი არა, გრიგალს დავცინი...

პატარა ბიჭო,

უმწეობის

ცრემლი მერევა,

გადაგარჩინეს ნიკალამ და შენმა ფერებმა...


გალაკტიონის განძი მეწყო

ვიცი ზოდებად,

შენი ტრფიალი გავხდი როდის

არ მაგონდება...

თუ ჩემს საუფლოს შეესივნენ

ავი დევები,

"ნისლიან ქუჩებს" სევდიანი

ავედევნები....


თუ ნირწამხდარმა მზად ვარ სული

ეშმაკებს მივცე,

შენი "მზარდი ხე" მაფხიზლებს ისევ...

- მადლობა უფალსო, ამასაც მოვესწარი! -

სამოთხის კარებთან გელოდება

ბექა ოპიზარი...


ჭიქა-არაყი შესვა და, იკმარა,

შენს სურათს ზეცის კაბადონზე ხატავს

ნიკალა...

გალაკტიონმა მოგიჩეჩა ქოჩორი თავზე

და უკვდავებას 

გაზიარა

თავისი 

თასით...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen