კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:49

 

 

დედას

 

ჩამოგეკონკა ოცნებები, ნატვრის ხევ, ტანზე,

ნაერთგულევი… და რტოებში გიბრწყინავს ბინდი.

ვისი სვე-ბედის ჭრილობები გატყვია კანზე

ან ვის უნახავ ამ ჭრელ-ჭრულა ჭინჭებით სინდისს?


ტყე, იდუმალი, მალი-მალად რომ იჩირთება,

მთებს რომ მიჰყვება ნისლის თეთრი კავალკადებით,

შენი გაშლილი მკლავებიდან რომ იჭყიტება,

ტანმოხატული ვედრებების ჭრელი კაბებით,


დუმს... ვინ მოგძებნა შუა ტყეში ბედის ჯვარივით,

ვინ შემოგყულფა სიხარულის და ტანჯვის ფარჩით?

ტანზე გაგაკრეს თავის ცოდვა მაცხოვარივით,

დაგტოვეს, როგორც სიყვარულით ნაშობი ბავშვი.


შენ უნდა შეძლო უძლეველო ხეო, ამაყო,

მათი ტკივილი შვებად იქცეს ნისლივით უცებ,

და ბედისწერაც მვედრებლისად ისე განაწყო,

რომ თითქოს, ისევ, სამოთხეში სიმშვიდე სუფევს.


აგე, ის შინდი, უდარდელად და თეთრად ყვავის,

ზავის ალმებად აფრიალებს ყვავილებს ბედთან,

შენ კი სულ ებრძვი ბედისწერას, არა გსურს ზავი,

ჭრელი ჭინჭების მათრახებით სურვილებს ხედნი.


დგახარ ამ ტყეში, ანაფორით მოსილი ოლე,

ვისგან არ ისმენ აღსარებას თავად ეული,

რა სათქმელია, თავს არასდროს ამეტებ ტოლებს,

ხარ სათნოების დაფესვილი სკივრი, გრძნეული.


როცა ზამთარი გააშიშვლებს მტყუანს და მართალს,

შენ ერთი დგახარ რტოაშლილი ანძა იმედთა,

განგებასთან რომ ორთაბრძოლებს გულოვნად მართავ,

რადგანაც ბედმა შერკინება შენთან ინება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen