მთარგმნელი: თინათინ ცინკაშვილი
|
ვერცხლისა და სპილენძის ეტლები - გემთა ფოლადის და ვერცხლის ცხვირები - ქაფს აყენებენ და ბუჩქნართა ჯირკვებს აჯანყებენ. ვერანი სივრცეები და მიქცევისაგან გაჩენილი უზარმაზარი ღრანტეები წრიულად მიილტვიან აღმოსავლეთისაკენ ტყის ზროებისაკენ, ქვების გროვისაკენ, რომლის კუთხესაც სინათლის გრიგალი ასკდება. |


