|
მიმქრალ სცენაზე ცოფებს ყრის და ბრდღვინავს ოტელო, თრთის დეზდემონას ჩამოქნილი, თეთრი სხეული, მიმომალულა შუაღამით ქარი ტოტებში, ნუშზე ყვავილი ნაადრევი მოჩანს ეულად.
ოხრავს დარბაზი და სიკვდილი სიცოცხლეს უშლის, აფთარმა ქარმა ლამის ქალაქს ახადა ქალა და დაანარცხა მიწას თეთრი ყვავილი ნუშის... |


